თურქები არ ჩერდებიან - ზურიკოს ბეშიქთაშში წასვლის ერთი მიზეზი აქვს
შესაძლოა, ზუკამ ახალი სეზონი თურქეთში დაიწყოს

ამის პარალელურად, ქართველი ფეხბურთელის დამატებით აქტიურადაა დაინტერესებული თურქული ფეხბურთის გრანდი, კერძოდ ბეშიქთაში, რომელიც ახალი სეზონისთვის შემადგენლობას აძლიერებს და დიდი მიზნებისთვის თურქებს ზუკას დამატებაც სჭირდებათ.
იმ შემთხვევაში თუ სენტ ეტიენი საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში დარჩენას მოახერხებს, მაშინ ბეშიქთაშის შანსები საგრძნობლად დაიწევს, მაგრამ ლიგა 2-ში გავარდნის შემთხვევაში ქართველს კარგი მიზეზი ექნება, რომ უფრო პრესტიჟულ ჩემპიონატში იასპარეზოს.
თურქეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ბეშიქთაში მესამე ადგილზე იმყოფება და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადის, თუმცა ამ პოზიციასაც შენარჩუნება დასჭირდება.
ამ მომენტისთვის თურქულ კლუბში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს, ესენია: ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჩირო იმობილე, გაბრიელ პაულისტა, ჟოაო მარიო და სხვები.
What's Your Reaction?






