თურქეთში აშშ-ის ელჩი – ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ

ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში აშშ-ის ელჩი, ტომ ბარაკი ავრცელებს. თურქეთში აშშ-ის ელჩის, ტომ ბარაკის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, რომელსაც მხარს თურქეთი, იორდანია სხვა მეზობელი ქვეყნები უჭერენ. „ჩვენ მოვუწოდებთ დრუზებს, ბედუინებსა და სუნიტებს, დაყარონ იარაღი და სხვა უმცირესობებთან […]

ივლ. 19, 2025 - 11:27
 0
თურქეთში აშშ-ის ელჩი – ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ

ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში -ის ელჩი, ტომ ბარაკი ავრცელებს.
თურქეთში აშშ-ის ელჩის, ტომ ბარაკის განცხადებით, ს პრემიერ-მინისტრი, და სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, რომელსაც მხარს თურქეთი, იორ სხვა მეზობელი ქვეყნები უჭერენ.
„ჩვენ მოვუწოდებთ დრუზებს, ბედუინებსა და სუნიტებს, დაყარონ იარაღი და სხვა უმცირესობებთან ერთად მეზობლებთან მშვიდობისა და კეთილდღეობის პირობებშიახალი და ერთიანი სირიული იდენტობა შექმნან“, – აცხადებს თურქეთში აშშ-ის ელჩი.
შეგახსენებთ, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში სირიის ქალაქ სუვეიდასა და მის შემოგარენში დრუზებსა და ბედუინ მებრძოლებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა. მოგვიანებით შეტაკებების შესაჩერებლად სუვეიდაში სირიის სამთავრობო ძალები შევიდნენ, თუმცა ისრაელმა განაცხადა, რომ სირიის სამთავრობო ძალები დრუზების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებდნენ. სუვეიდაში განვითარებული მოვლენების ფონზე და დრუზების დაცვის მიზნით ისრაელმა ოთხშაბათს სირიაში საჰაერო დარტყმები განახორციელა. ისრაელის საჰაერო იერიშების შემდეგ სირიის სამთავრობო ძალებმა სუვეიდადან გამოსვლა დაიწყეს. პარასკევს სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სტაბილურობის აღდგენის მიზნით ხელისუფლება სამხრეთში ჯარებს განალაგებს.
სირიის ომის მონიტორის ცნობით, მიმდინარე კვირაში ქალაქ სუვეიდასა და მის შემოგარენში დრუზების მებრძოლებს, მთავრობის უსაფრთხოების ძალებსა და ბედუინთა ტომების წევრებს შორის დაპირისპირების შედეგად, 350-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow