თურქულ ვარიანტს ჯობია - დავითაშვილის დამატება ახალ კლუბს სურს

ზურიკო დავითაშვილი, რომელიც გასულ სეზონში "სენტ-ეტიენის" ღირსებას იცავდა და გუნდთან ერთად Ligue 2-ში დაქვეითდა, შესაძლოა კვლავ...

ივნ. 13, 2025 - 13:27
 0
თურქულ ვარიანტს ჯობია - დავითაშვილის დამატება ახალ კლუბს სურს
ზურიკო დავითაშვილი, რომელიც გასულ სეზონში "სენტ-ეტიენის" ღირსებას იცავდა და გუნდთან ერთად Ligue 2-ში დაქვეითდა, შესაძლოა კვლავ Ligue 1-ში ვიხილოთ. ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელით ახლა უკვე "რენია" დაინტერესებული.

დავითაშვილი, რომელმაც სადებიუტო სეზონი საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში გაატარა, შედეგიანობით გამოირჩა: 33 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ფრანგული მედიის ცნობით, ქართველი ფეხბურთელისადმი ინტერესი ადრეც არსებობდა. მისი გადაბირებით დაინტერესებულნი იყვნენ ისეთ კლუბები, როგორებიცაა "სტრასბურგი", "ბეშიქთაში" და "გალათასარაი". ამ სიას ახლა "რენიც" დაემატა — კლუბი, რომელმაც Ligue 1-ის გასული სეზონი მე-12 პოზიციაზე დაასრულა.

ამასთან, სიტუაცია გართულებულია იმითაც, რომ დავითაშვილს "სენტ-ეტიენთან" მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. გერმანული ტრანსფერული პორტალის, Transfermarkt-ის შეფასებით, მისი სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს.

"სენტ-ეტიენში" კი რთული პერიოდი დგას — კლუბი ცდილობს სტრუქტურულ გადახედვებს და დიდი შანსია, რომ ზურიკოსთან ერთად გუნდი კიდევ ერთმა ლიდერმა, ლიუკა სტასენმაც დატოვოს.

დავითაშვილის კარიერული ბედი, როგორც ჩანს, აქტიური ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გადაწყდება. თუ "სენტ-ეტიენი" გადაწყვეტილებას მიიღებს და ფეხბურთელის გაყიდვას დათანხმდება, ზურიკოს კიდევ ერთი შანსი მიეცემა თავი უმაღლეს დონეზე დაამტკიცოს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow