იამალმა დაასახელა კლუბი, სადაც არასდროს ითამაშებს
კატალონიური გრანდის ერთ-ერთმა ყველაზე იმედისმომცემმა მოთამაშემ, 17 წლის ლამინ იამალმა, ესპანურ გამოცემა COPE-თან ინტერვიუში გააკეთა...

მიუხედავად მისი ასაკისა, იამალმა გულწრფელად აღნიშნა, რომ არსებობს ერთი კლუბი, რომლის მაისურის მორგებას კატეგორიულად გამორიცხავს — ეს არის "ბარსელონას" პრინციპული მეტოქე, მადრიდის "რეალი".
„არასოდეს ვითამაშებ 'რეალში'. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია,“ — თქვა იამალმა.
მისი ეს სიტყვები გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი არ იყო — იამალი ბავშვობიდანვე „ბარსელონას“ აკადემიაში იზრდებოდა და დღემდე კლუბის ერთგულებით გამოირჩევა.
გასული სეზონი ტალანტისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. იამალმა ყველა ტურნირზე სულ 55 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 18 გოლის გატანა და 25 საგოლე პასის განხორციელება შეძლო.
What's Your Reaction?






