"იბერიის მატჩები ვნახეთ და აშკარაა რომ.." - "მალმიოს" დანიელი ლეგიონერის კომენტარი

"იბერიის მატჩები ვნახეთ და აშკარაა რომ.." - "მალმიოს" დანიელი ლეგიონერის კომენტარი

ივლ. 8, 2025 - 01:57
 0
"იბერიის მატჩები ვნახეთ და აშკარაა რომ.." - "მალმიოს" დანიელი ლეგიონერის კომენტარი

შვედური "მალმიოს" მცველმა, იენს სტრიუგერ ლარსენმა, თბილისის "იბერიასთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე საკუთარი ხედვები დააფიქსირა.

დანიელმა ლეგიონერმა აღნიშნა, რომ გუნდი თბილისში მხოლოდ ერთ მიზანზე – გამარჯვებაზე – არის ფოკუსირებული:

"ბედნიერი ვარ, რომ "მალმესთან" ერთად აქ ვიმყოფები. ხვალინდელი შეხვედრის წინ განწყობა ძალიან კარგია და მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავდივართ. ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე – ასეთ ტურნირზე იოლი თამაში არავის ელის.“

ლარსენმა ქართველი მეტოქე არანაკლები პატივისცემით შეაფასა და ხაზი გაუსვა იმ სირთულეებს, რაც მასპინძელ გუნდთან დაპირისპირებას თან ახლავს:

"იბერიის" მატჩები ვნახეთ და აშკარაა, რომ ძლიერი მეტოქეა. საკუთარ მოედანზე, გულშემატკივრების მხარდაჭერით, ნებისმიერი გუნდი საშიშია, მაგრამ ჩვენ თბილისში გამარჯვებისთვის ჩამოვედით."

თბილისის "იბერია" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთის ჩემპიონის "მალმიოს" 8 ივლისს, 20:00 საათზე უმასპინძლებს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow