ივა გელაშვილი იბერიასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს

24 წლის ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი იბერიას მალმიოს წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ორივე მატჩში დაეხმარება

ივლ. 2, 2025 - 14:27
 0
ივა გელაშვილი იბერიასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
ივა გელაშვილი იბერიასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. 24 წლის ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი იბერიას მალმიოს წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ორივე მატჩში დაეხმარება.

ახალგაზრდა მცველმა ივნისში იბერიას შეკრება გამოტოვა, რადგან ტრანსფერის მოლოდინი იყო, თუმცა ამ მომენტისთვის საკითხი შეჩერებულია და ფეხბურთელი კვლავ ლევან კორღალიძის განკარგულებაშია.

ივა განაცხადში იქნება დღესაც, სუპერთასის მესამე ადგილისთვის მატჩში ტორპედოს წინააღმდეგ და იბერიას დაეხმარება, მინიმუმ, ევროტურნირების პირველ ეტაპზეც.

იბერია ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთის ჩემპიონ მალმიოს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 8 ივლისს თბილისში, საპასუხო შეხვედრა კი 15 ივლისს მალმიოში გაიმართება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow