ივან რაკიტიჩმა 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი სპორტული კარიერის დასრულებას ოფიციალურად ადასტურებს. 37 წლის მოთამაშემ გადაწყვეტილებაზე...

ივლ. 7, 2025 - 17:27
 0
ივან რაკიტიჩმა 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი სპორტული კარიერის დასრულებას ოფიციალურად ადასტურებს. 37 წლის მოთამაშემ გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას თავადვე აცნობა.

კარიერის ბოლო ეტაპი მან მშობლიური ქვეყნის კლუბში, სპლიტის "ჰაიდუკში" გაატარა, თუმცა ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის რაკიტიჩი პირველ რიგში „ბარსელონაში“ გატარებულ წარმატებულ წლებთან ასოცირდება, სადაც მან 2014-დან 2020 წლამდე პერიოდში ყველა მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვა.

რაკიტიჩმა კარიერის განმავლობაში ითამაშა ისეთ კლუბებში, როგორიცაა „ბაზელი“, „შალკე“, „სევილია“ და „ალ-შაბაბი“, ხოლო ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში 106 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა.

მისი კარიერა მრავალფეროვანი და ტიტულებით მდიდარი იყო — ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც მართლაც დაამახსოვრა თავი თანამედროვე ევროპულ ფეხბურთს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow