ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირას მთავარი სისუსტე დაასახელა

29 ივნისს ლას ვეგასი უმასპინძლებს ბრძოლას, რომელიც მსუბუქი წონის დივიზიონისთვის გადამწყვეტი იქნება — ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა...

ივნ. 15, 2025 - 18:27
 0
ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირას მთავარი სისუსტე დაასახელა
29 ივნისს ლას ვეგასი უმასპინძლებს ბრძოლას, რომელიც მსუბუქი წონის დივიზიონისთვის გადამწყვეტი იქნება — ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა ოქტაგონზე სატიტულო ქამრისთვის ძალებს მოსინჯავენ.

მოსამზადებელი პერიოდის ფონზე თოფურიამ გულახდილი განცხადება გააკეთა. ქართველი მებრძოლი ბრაზილიელ მეტოქეს პატივს სცემს, თუმცა საკუთარ უპირატესობებზე ღიად საუბრობს:

ოლივეირა გამოცდილი და მაღალი დონის მებრძოლია, ნამდვილად ლეგენდად შეიძლება ჩაითვალოს — არაერთი დაუვიწყარი ორთაბრძოლა გვაჩუქა. მაგრამ მისი სტილი ჩემთვის ხელსაყრელია. დარწმუნებული ვარ, პირველივე რაუნდში მისი დანოკაუტება შემიძლია. მოძრაობაში სერიოზული ხარვეზები აქვს“, – აღნიშნა თოფურიამ Championship Rounds-თან ინტერვიუში.

ელ მატადორი მეტოქეს სერიოზულად უდგება, თუმცა თავდაჯერებულობა აშკარად ეტყობა — ილია თვლის, რომ ბრძოლის ბედი ძალიან მალე გადაწყდება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow