"ილია ოლივეირასთან ვეღარ იჩხუბებს" - პედი პიმბლეტის გამაღიზიანებელი კომენტარი
"ილია ოლივეირასთან ვეღარ იჩხუბებს" - პიმბლეტის მორიგი გამაღიზიანებელი კომენტარი

პედი პიმბლეტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ილია თოფურიასთან დაძაბულ ურთიერთობაზე და განაცხადა, რომ ლას-ვეგასში UFC 317-ზე ჩავა, თუმცა მისი მიზანი ჩხუბის პროვოცირება არ არის, ამას ისიც დაამატა, რომ საჭიროების შემთხვევაში ფიზიკური დაპირისისპირებისთვისაც მზადაა.
"ლას ვეგასში ღონისძიებაზე დასასწრებად მოვდივარ, არცერთ პრობლემას არ ვეძებ. ლონდონში რაც მოხდა, თოფურიამ დაიწყო. მე ჩემს მენეჯერთან და ოპერატორთან ვიდექი, როცა მან და მისი ხალხი ჩემზე წამოვიდნენ. ის ცდილობდა, ცხრა კაცით ჩემს წინააღმდეგ წამოსულიყო. არ ვაპირებ კონფლიქტებს, მაგრამ თუ რამეს გააკეთებს, ამჯერად, საქმეს ბოლომდე მივიყვან და შესაძლოა, ოლივეირასთან ვეღარც იბრძოლოს. შეიძლება, პირდაპირ დავანოკაუტო"
- ამბობს პიმბლეტი.
UFC 317-ის მთავარი ბრძოლა ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შორის გაიმართება, სადაც მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის მფლობელის ვინაობა გაირკვევა.
What's Your Reaction?






