"ილიას გამარჯვებას არ ვაკნინებ, მაგრამ..." - ვოლკანოვსკიმ თოფურიასთან ბრძოლა გაიხსენა

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი ილია თოფურიასთან წაგებულ ორთაბრძოლას დაუბრუნდა და ჟურნალისტებთან გულახდილად...

ივლ. 10, 2025 - 02:27
 0
"ილიას გამარჯვებას არ ვაკნინებ, მაგრამ..." - ვოლკანოვსკიმ თოფურიასთან ბრძოლა გაიხსენა
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი ილია თოფურიასთან წაგებულ ორთაბრძოლას დაუბრუნდა და ჟურნალისტებთან გულახდილად ილაპარაკა. მისი თქმით, თოფურიასთან დაპირისპირებისთვის მზად არ იყო:

ვფიქრობ, ილიასთან ბრძოლას ძალიან მალე დავთანხმდი. ტრავმის შემდეგ მეტი დრო მჭირდებოდა დასასვენებლად. ეს არ ნიშნავს, რომ თოფურიას წარმატება უმნიშვნელოა — პირიქით, ის შესანიშნავი მებრძოლია,“ — განაცხადა ვოლკანოვსკიმ.

მისი თქმით, დიეგო ლოპესთან შეხვედრამ აჩვენა, რას ნიშნავს ფიზიკურად სრულად მზადყოფნა:

ლოპესთან შეხვედრამ ნათლად დაანახა ყველას, როგორი ვარ სინამდვილეში, როცა სრულად აღდგენილი ვარ. თოფურიასთან კი ოქტაგონზე საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოვავლინე,“ — დასძინა ავსტრალიელმა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ვოლკანოვსკი 2024 წლის 18 თებერვალს ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow