"იმედი მაქვს პიმბლეტი თოფურიას დაამარცხებს" - რენატო მოიკანოს პროგნოზი მომავალ შესაძლო ბრძოლაზე

"იმედი მაქვს პიმბლეტი თოფურიას დაამარცხებს" - რენატო მოიკანოს პროგნოზი მომავალ ბრძოლაზე

ივლ. 8, 2025 - 17:57
 0
"იმედი მაქვს პიმბლეტი თოფურიას დაამარცხებს" - რენატო მოიკანოს პროგნოზი მომავალ შესაძლო ბრძოლაზე
UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლმა, რენატო მოიკანომ ილია თოფურიას შესახებ გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, თოფურიას წინააღმდეგ ბრძოლა პედი პიმბლეტისთვის ამ ეტაპზე ლოგიკური ნაბიჯია და სჯობს, სწორედ ილიასთან წააგოს, ვიდრე ისეთ მებრძოლთან, როგორიც ჯასტინ გეიჯია.

მოიკანოს მიაჩნია, რომ თოფურია განსაკუთრებული დონის სპორტსმენია და მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებას პიმბლეტისთვის სურს, თავადაც ხვდება, თუ რამდენად რთული იქნება ილიას დამარცხება.

არმან ცარუკიანზეც გააკეთა მცირე შეფასება – მოიკანოს ვარაუდით, ცარუკიანს ტრავმის გამო გაუჭირდა წონის კლება და შესაბამისად, ახლა დაბრუნებისთვის კიდევ ერთი ბრძოლა სჭირდება, სავარაუდოდ დენ ჰუკერთან.

რაც შეეხება საუკეთესო მებრძოლების (P4P) რეიტინგს, მოიკანო საკუთარ სამეულს ასე აყალიბებს: პირველ ადგილზე თოფურიაა, მეორე პოზიციაზე ისლამ მახაჩევი, მესამეზე – მერაბ დვალიშვილი. მისი თქმით, მერაბის მიერ ისეთი სახელოვან მებრძოლების დამარცხება, როგორიც ჟოზე ალდო და ჰენრი სეხუდოა, გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ალეშანდრე პანტოჟას მიღწევები.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow