"იმედია, გულშემატკივრებს კიდევ გავახარებთ" - გიორგი მაისურაძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
"იმედია, გულშემატკივრებს კიდევ გავახარებთ" - გიორგი მაისურაძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

მაისურაძემ შეხვედრისშემდგომ პრესკონფერენციაზე თავისი შთაბეჭდილებები გულწრფელად გააზიარა:
„გოლის დროს მეგონა, რომ ბურთი გადადიოდა, მაგრამ ფეხი მაინც მივარტყი და მიხარია, რომ გორდეზიანმა გაიტანა და მოვიგეთ. იმედია, ქართველ გულშემატკივრებს კიდევ გავახარებთ.“
მაისურაძემ არ დამალა, რომ თამაშის დასაწყისში გუნდს ადაპტაცია გაუჭირდა:
„თავიდან გაგვიჭირდა, პირველად ვითამაშეთ ასეთ გუნდთან და არ დავმალავ, ცოტა დაბნეულები ვიყავით, მაგრამ მერე დავმშვიდდით და უფრო თამამად შევუტიეთ.“
ახალგაზრდა ფეხბურთელმა გააკეთა კომენტარი თამაშისას მიღებულ გაფრთხილებაზე, რაზეც მწვრთნელებისგან შენიშვნა მიიღო:
„თამაშამდე მწვრთნელებმა მითხრეს, რომ ყვითელი ბარათი არ მიმეღო, მაგრამ ერთ ეპიზოდში ემოციები ვერ მოვთოკე და მსაჯმა გამაფრთხილა. ამაზე მწვრთნელმა შენიშვნა მომცა და შევეცდები, შემდეგ თამაშში ასეთი რამ აღარ გავიმეორო.“
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყო და მომდევნო მატჩებისთვის პოზიტიური განწყობა შეიქმნა. გუნდი მომდევნო შეხვედრას ჯგუფური ეტაპის ფარგლებში უახლოეს დღეებში გამართავს.
What's Your Reaction?






