ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯუთამდე მისასვლელ გზაზე – დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შედეგებზე დაყრდნობით მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება

ჯუთას ხეობაში, ჯუთამდე მისასვლელი გზის დამეწყრილი მონაკვეთი დავათვალიერეთ და მოსახლეობასთან შეხვედრა გვქონდა – ეს არის ისტორიული მეწყერი, რომლის ნაწილიც, სამწუხაროდ, 2022 წელს გააქტიურდა, ხოლო წელს აპრილში მეწყერმა კვლავ გზის ნაწილი დააზიანა, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ჯუთამდე მისასვლელი დაზიანებული გზის დათვალიერების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ისინი ადგილზე სპეციალისტებთან ერთად მივიდნენ, რათა სიტუაცია ნახონ […]

ივლ. 20, 2025 - 19:27
 0
ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯუთამდე მისასვლელ გზაზე – დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შედეგებზე დაყრდნობით მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება

ჯუთას ხეობაში, ჯუთამდე მისასვლელი გზის დამეწყრილი მონაკვეთი დავათვალიერეთ და მოსახლეობასთან შეხვედრა გვქონდა – ეს არის ისტორიული მეწყერი, რომლის ნაწილიც, სამწუხაროდ, 2022 წელს გააქტიურდა, ხოლო წელს აპრილში მეწყერმა კვლავ გზის ნაწილი დააზიანა, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ჯუთამდე მისასვლელი დაზიანებული გზის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი ადგილზე სპეციალისტებთან ერთად მივიდნენ, რათა სიტუაცია ნახონ და მაქსიმალურად მოკლე ვადაში სწორი საინჟინრო გადაწყვეტილება მიიღონ, რათა აღნიშნული გზა რაც შეიძლება მოკლე დროში გაიხსნას.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან გააქტიურებული მეწყრული პროცესების შედეგად, სოფელ ჯუთასთან მისასვლელი გზა დაზიანდა.
მათივე ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად, ინტენსიურად მუშაობს გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენაზე.
„პირველ ეტაპზე, პრიორიტეტი იყო მოსახლეობისა და დამსვენებლების გადაადგილებისთვის დროებითი საგზაო კავშირის უზრუნველყოფა. თუმცა, მეწყრის მასშტაბიდან და დინამიკის ინტენსივობიდან გამომდინარე, საფრთხე კვლავ რჩება აქტიური.
ამჟამად, დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა შედეგებზე დაყრდნობით მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების განმარტებით, პროცესში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპეციალისტები, რაც უზრუნველყოფს პრობლემის კომპლექსურად შეფასებას და გზის სტაბილური კავშირისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.
„ყველა საჭირო სამუშაო უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს მეწყრის საფრთხე და გადაადგილება უსაფრთხოდ იყოს შესაძლებელი. უახლოეს პერიოდში, ასევე, დავიწყებთ სამუშაოს დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდისთვის სამუშაოების და შესაბამისი ღონისძიებების გატარებისთვის”, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow