ირანში კონფლიქტის ფონზე - როგორაა გიორგი გველესიანი და მისი ოჯახი
ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობის ახალმა ტალღამ რეგიონში ვითარება საგრძნობლად გაამწვავა. გეოპოლიტიკური კრიზისის ფონზე ბუნებრივია...

გიორგი გველესიანი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, გასულ სეზონში ირანის ერთ-ერთ წამყვან კლუბში, „პერსეპოლისში“ გამოდიოდა. სიტუაციის გამწვავების შემდეგ, ბევრი გულშემატკივრისთვის აქტუალური გახდა კითხვა — სად იმყოფება ამჟამად ქართველი ფეხბურთელი?
„დაიჯესტმა“ კომენტარისთვის გველესიანის მეუღლეს, ლინდა კიკოლაშვილს მიმართა. ლინდამ დაადასტურა, რომ ოჯახი ამჟამად ევროპაშია და უსაფრთხო გარემოში იმყოფება:
„ჩვენ ახლა ევროპაში ვართ, უსაფრთხო ადგილას. მადლობა ყურადღებისთვის,“ – განუცხადა მან გამოცემას.
გველესიანის ოჯახისთვის უსაფრთხოება პრიორიტეტად იქცა და როგორც ჩანს, გადაწყვეტილება დროულად მიიღეს, რათა თავი აერიდებინათ არასტაბილური რეგიონიდან. ამ ეტაპზე უცნობია, გააგრძელებს თუ არა ქართველი ფეხბურთელი კარიერას ირანში, თუმცა მთავარი ფაქტორი ახლა მათი ოჯახური უსაფრთხოებაა.
What's Your Reaction?






