"ის ჩვენი ახალი კვარაცხელია იქნება" - ვისი ყიდვა გადაწყვიტა ნაპოლის პრეზიდენტმა

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიდან წასვლის შემდეგ და მანამდეც აურელიო დე ლაურენტისი ღიად ამბობდა, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს ჩაანაცვლებდა, თუმცა გუნდს კვარას გზის გამგრძელებელი კიდევ არ ჰყავს

ივნ. 18, 2025 - 22:57
 0
"ის ჩვენი ახალი კვარაცხელია იქნება" - ვისი ყიდვა გადაწყვიტა ნაპოლის პრეზიდენტმა
ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიდან წასვლის შემდეგ და მანამდეც აურელიო დე ლაურენტისი ღიად ამბობდა, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს ჩაანაცვლებდა, თუმცა გუნდს კვარას გზის გამგრძელებელი კიდევ არ ჰყავს.

ზოგადად, ქართველის გაშვება შეცდომად შეაფასა ანტონიო კონტემ, ნაპოლის პრეზიდენტი კი არაფრით არ ნებდება. დე ლაურენტისმა ახალი ხვიჩა ჯერ დავიდ ნერესში დაინახა, შემდეგ ნოა ოკაფორში, ახლა კი ბოლონიას 24 წლის შემტევ დან ნდოიემდე მივიდა.

Il Mattino წერს, რომ შვეიცარიელი ფეხბურთელი ნაპოლისთვის ახალ ხვიჩა კვარაცხელიად განიხილება, რომლისგანაც ისეთივე ეფექტის მოხდენას ელიან, რაც თავის დროზე ქართველმა ვარსკვლავმა შეძლო.

ნდოიემ გასული სეზონის სერია A-ში 30 შეხვედრა ჩაატარა, რა დროშიც 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow