"ისეთი მაღალია მთელ კარებს ფარავს" - რას წერენ ლივერპულის ფანები მამარდას დებიუტზე

გუშინ ლივერპულმა ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა, სადაც გუნდმა პრესტონი 3:1 დაამარცხა

ივლ. 14, 2025 - 15:57
 0
"ისეთი მაღალია მთელ კარებს ფარავს" - რას წერენ ლივერპულის ფანები მამარდას დებიუტზე
გუშინ ლივერპულმა ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა, სადაც გუნდმა პრესტონი 3:1 დაამარცხა.

სწორედ ეს გახლდათ შეხვედრა, სადაც გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა. მამარდამ ლივერპულის კარი პირველ 45 წუთში დაიცვა და ქართველს გოლი არ გაუშვია.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ პრესტონს პირველ ტაიმში ზუსტი დარტყმაც არ ჰქონია, თუმცა იყო ეპიზოდები, როდესაც მამარდაშვილმა წნეხს თავი კარგად დააღწია და ფეხით კარგი პასები დაარიგა.

აი, რას წერენ ლივერპულის ფანები სოციალურ ქსელში გიორგის სადებიუტო შეხვედრის შესახებ:

"ისეთი გაბარიტების მეკარეა, რომ შეუძლია მთელი კარები დაფაროს"

"დებიუტანტებმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს"

"ფეხით თამაში ასე კარგად თუ გამოსდიოდა, ასე იოლად როგორ ვიყიდეთ ეს მეკარე?"

"როდესაც ეს ბატონი ორ ძელს შუა დგას, შთაბეჭდილება მრჩება, რომ გოლს არასდროს გავუშვებთ"

"გამოსვლებზე თავდაჯერებულია და მომეწონა თუ როგორ იშლება 2-მეტრიანი კაცი ჰაერში ბურთის მისაღებად"

"საიმედო მეკარე ჩანს, თავის თავში დარწმუნებულია და ეს მეც მამშვიდებს", - წერენ ლივერპულის გულშემატკივრები.

ცნობისთვის, ლივერპული მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 26 რიცხვში გამართავს, მეტოქე კი მილანი იქნება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow