იტალიურ "უდინეზეში" ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძე ოფიციალურად წარადგინეს
"უდინეზეში" ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძე ოფიციალურად წარადგინეს

„ჩვენი დაცვის აწმყოსა და მომავლის გარანტია – საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ ახალი ფეხბურთელია,“ – აღნიშნულია კლუბის განცხადებაში, სადაც ქართველზე განსაკუთრებულად მაღალ შეფასებებს ვკითხულობთ: „ის თანამედროვე ტიპის ცენტრალური მცველია – ფიზიკურად ძლიერი, ტექნიკური და სწრაფი. გასული სეზონი „ემპოლიში“ მისთვის ბრწყინვალე აღმოჩნდა, სადაც თავი ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მცველად გამოიჩინა.“
გოგლიჩიძემ პროფესიულ კარიერაში პირველი ნაბიჯები ქუთაისის "ტორპედოში" გადადგა, სადაც 2021 წელს სადებიუტო მატჩიც ჩაატარა, 2022 წელს კი ქუთაისური კლუბის ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი. 2024 წლის იანვარში კი იტალიურ "ემპოლიში" გადაბარგდა, სადაც სერია A-ში 33 შეხვედრაში მოირგო კლუბის მაისური, იტალიის თასზე კი 3 მატჩში.
სანაკრებო მხრივაც, საბას საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული
"კეთილი იყოს შენი მობრძანება, საბა!" – ასე ასრულებს განცხადებას იტალიური კლუბი.
What's Your Reaction?






