იუსტიციის სახლში „საქართველოს მელიორაციის“ სერვისები დაინერგა

იუსტიციის სახლში „საქართველოს მელიორაციის“ სერვისები დაინერგა. ახალი სერვისებით სარგებლობა დღეიდან იუსტიციის სახლის 124-ვე ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი - ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს. იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია და სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანია თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ახლად დანერგილი სერვისების გაცემის პროცესს ადგილზე დააკვირდნენ. სახელმწიფო სერვისებისგანვითარების სააგენტოს ცნობით, პროექტის შედეგად მნიშვნელოვნად გამარტივდება „საქართველოს მელიორაციის“ სერვისების მიღების პროცესი, მომსახურების არეალი კი, ქვეყნის მთელ ტერიტორიას დაფარავს. „მომხმარებელს, იუსტიციის სახლის მეშვეობით, შესაძლებლობა აქვს, განაცხადით მიმართოს შპს „საქართველოს მელიორაციას“ და მოითხოვოს: აბონენტად რეგისტრაცია; დარიცხვის გადამოწმება; პირადი ინფორმაცია ბრუნვის ისტორიიდან; დავალიანების გადანაწილება; მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება; მომარაგების ხშირი წყვეტის შესახებ ინფორმირება; აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება; მომარაგების შეწყვეტა ან აღდგენა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აღნიშნავენ, იუსტიციის სახლში ენერგოსექტორში მოქმედი 30-მდე კომპანიის სერვისებია ხელმისაწვდომი.

მაი. 20, 2025 - 17:27
 0
იუსტიციის სახლში „საქართველოს მელიორაციის“ სერვისები დაინერგა

იუსტიციის სახლში „საქართველოს მელიორაციის“ სერვისები დაინერგა. ახალი სერვისებით სარგებლობა დღეიდან იუსტიციის სახლის 124-ვე ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი - ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია და სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანია თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ახლად დანერგილი სერვისების გაცემის პროცესს ადგილზე დააკვირდნენ.

სახელმწიფო სერვისებისგანვითარების სააგენტოს ცნობით, პროექტის შედეგად მნიშვნელოვნად გამარტივდება „საქართველოს მელიორაციის“ სერვისების მიღების პროცესი, მომსახურების არეალი კი, ქვეყნის მთელ ტერიტორიას დაფარავს.

„მომხმარებელს, იუსტიციის სახლის მეშვეობით, შესაძლებლობა აქვს, განაცხადით მიმართოს შპს „საქართველოს მელიორაციას“ და მოითხოვოს: აბონენტად რეგისტრაცია; დარიცხვის გადამოწმება; პირადი ინფორმაცია ბრუნვის ისტორიიდან; დავალიანების გადანაწილება; მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება; მომარაგების ხშირი წყვეტის შესახებ ინფორმირება; აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება; მომარაგების შეწყვეტა ან აღდგენა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აღნიშნავენ, იუსტიციის სახლში ენერგოსექტორში მოქმედი 30-მდე კომპანიის სერვისებია ხელმისაწვდომი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow