ქართველი მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის შახტარიდან ბუნდესლიგაში დაწინაურებულ ჰამბურგში საიჯარო ხელშეკრულებით გადავიდა.
გიორგიმ გერმანულ გუნდთან ვარჯიში უკვე დაიწყო და მთავარ მწვრთნელ მერლინ პოლზინზე კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა:
ორი ახალწვეული გვყავს, ვარმედ ომარი და გიორგი გოჩოლეიშვილი, რომლებიც გუნდს შეკრების დროს შეუერთდნენ. ორივემ ვარჯიში ძალიან დადებითად დაიწყო.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ იღებს გუნდი ახალ მოთამაშეებს, ვარმედი და გიორგი აქ თბილად მიიღეს. მათ სწრაფად მოახერხეს გუნდთან გაშინაურება და ვარჯიშებზე და თამაშზე აჩვენეს თავიანთი უნარები.
დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ბუნდესლიგაში გუნდის გაძლიერებას შეძლებენ. გოჩოლეიშვილი კარგ ფიზიკურ ფორმაშია, ამიტომ მას თავიდანვე მეტი სათამაშო დრო ექნება.
- თქვა ჰამბურგის მწვრთნელმა.