კაზემირომ შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს

"მანჩესტერ იუნაიტედის" გამოცდილ ბრაზილიელ ნახევარმცველ კაზემიროს კარიერა შესაძლოა მალე ახალი მიმართულებით განვითარდეს. ცნობილი...

ივნ. 25, 2025 - 18:27
 0
კაზემირომ შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს
"მანჩესტერ იუნაიტედის" გამოცდილ ბრაზილიელ ნახევარმცველ კაზემიროს კარიერა შესაძლოა მალე ახალი მიმართულებით განვითარდეს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელით ერთ-ერთი საუდის არაბული კლუბია დაინტერესებული, თუმცა ამ ეტაპზე გუნდის სახელი არ სახელდება.

კაზემიროს "იუნაიტედთან" მოქმედი კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, თუმცა ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ცნობები მისი შესაძლო წასვლის შესახებ და არ არის გამორიცხული ამ ზაფხულს კლუბიც დატოვოს.

ცნობისთვის, გასულ სეზონში ბრაზილიელმა 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 5 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow