"კარგად მახსოვს, როცა ვალენსიაში მოხვედი.." - ქოჩორაშვილი მამარდას წასვლას ეხმაურება
საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ემოციური წერილი მიუძღვნა გიორგი მამარდაშვილს, რომლის...

„კარგად მახსოვს ის 20 წლის ბიჭი, რომელიც დიდი მოლოდინით მივიდა ვალენსიაში. დღეს კი იმაზე ფიქრი, თუ რა დონის ფეხბურთელად იქეცი, გულს სიხარულით ავსებს. ძალიან ვამაყობ იმ ყველაფრით, რაც გაიარე. შენ ამას იმსახურებ, ძმაო,“ – დაწერა ქოჩორაშვილმა.
ცნობისთვის, მამარდაშვილმა „ვალენსიას“ შემადგენლობაში ლა ლიგის 35-ე ტურში „მესტალიაზე“ ბოლო მატჩი ჩაატარა, გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და გუნდს დაემშვიდობა. ცნობილია, რომ კარიერის შემდეგი ეტაპი ინგლისში, კერძოდ კი „ლივერპულში“ ელოდება.
What's Your Reaction?






