“კარგი მასპინძლის” სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს ტრენინგები უტარდებათ
სააგენტო "პარალელი" “კარგი მასპინძლის” სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს ტრენინგები უტარდებათ აჭარაში “კარგი მასპინძლის” სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს. ერთი თვის განმავლობაში, თითოეულ საოჯახო-სასტუმრო სახლს ინდივიდუალურად სტუმრობს ტრენერები და შეფმზარეული, რომლებიც სერვირების, ავთენტური, აჭარული კერძების განახლებული ვერსიების მომზადების, უსაფრთხოების, სოციალური მედიისა და მარკეტინგის მიმართულებით ატარებენ პრაქტიკულ სწავლებებს. პროექტი “კარგი მასპინძელი” რეგიონში საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გასულ წელს დაიწყო. ის ევროპული მოდელის […] “კარგი მასპინძლის” სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს ტრენინგები უტარდებათ პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“კარგი მასპინძლის” სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს ტრენინგები უტარდებათ
აჭარაში “კარგი მასპინძლის” სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს. ერთი თვის განმავლობაში, თითოეულ საოჯახო-სასტუმრო სახლს ინდივიდუალურად სტუმრობს ტრენერები და შეფმზარეული, რომლებიც სერვირების, ავთენტური, აჭარული კერძების განახლებული ვერსიების მომზადების, უსაფრთხოების, სოციალური მედიისა და მარკეტინგის მიმართულებით ატარებენ პრაქტიკულ სწავლებებს.
პროექტი “კარგი მასპინძელი” რეგიონში საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გასულ წელს დაიწყო. ის ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმართმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი. „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მისაღებად საჭიროა მასპინძელი ფლობდეს მოწესრიგებულ საოჯახო-სასტუმრო სახლს, ქმნიდეს დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, ზრუნავდეს სერვისის გაუმჯობესებასა და ავთენტიკური გარემოს შენარჩუნებაზე. პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციასა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.
აღნიშნულ სტატუსს აჭარაში უკვე 15-მდე საოჯახო-სასტუმრო სახლი ფლობს. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს ეხმარება ობიექტების პოპულარიზაციაში, რაც მოიცავს ფოტო-ვიდეო მასალების შექმნას, მანიშნებლების დადგმას, ტრენინგებს სერვისის მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მიზნით ინფოტურებში ჩართულობასა და ბრენდირებული სუვენირებით უზრუნველყოფას.
ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს
“კარგი მასპინძლის” სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს ტრენინგები უტარდებათ
პარალელი
What's Your Reaction?






