“კარგი, პუტინის გეშინიათ, ლაჩრები ხართ და ჩასვრა თქვენი საქმეა, მაგრამ მკვდარი შახ აბასის რატომღა გეშინიათ?” – გიორგი თავდგირიძე
სამხედრო ექსპერტი, ,,ფარის” დამფუძნებელი, გიორგი თავდგირიძე: ,,ორ დიდ სტრატეგს ვუსმინე ( რაკი პერსონალიები არ გვინდაო არ ვიტყვი, მაგრამ წააწყდებით), მოკლედ, კლაუზევიცი ( კლაუზევიცი გერმანულად საქართველოში არავის აქვს წაკითხული, რუსულად ორ-სამ კაცს ) მოიშველიეს და დაადგინეს, რომ ამერიკის საქმე დამთავრებულია, რომ რუსეთის კუს ნაბიჯებით სიარული, გარანტირებული წარმატებაა და ერთ წელიწადში მიაღწევენ მიზანს, რომ რუსეთში უმუშევრობა არ […]


სამხედრო ექსპერტი, ,,ფარის” დამფუძნებელი, გიორგი თავდგირიძე:
,,ორ დიდ სტრატეგს ვუსმინე ( რაკი პერსონალიები არ გვინდაო არ ვიტყვი, მაგრამ წააწყდებით), მოკლედ, კლაუზევიცი ( კლაუზევიცი გერმანულად საქართველოში არავის აქვს წაკითხული, რუსულად ორ-სამ კაცს ) მოიშველიეს და დაადგინეს, რომ ამერიკის საქმე დამთავრებულია, რომ რუსეთის კუს ნაბიჯებით სიარული, გარანტირებული წარმატებაა და ერთ წელიწადში მიაღწევენ მიზანს, რომ რუსეთში უმუშევრობა არ არის და რუსეთის ეკონომიკა დუღს, რომ ირანი ასე ადვილი დასამარცხებელი არ არის, რომ განადგურებული საჰაერო თავდაცვა, ავიაცია და გენერალიტეტი ეს არც დაეტყობა ირანის სიძლიერეს… აღარ გავაგრძელებ, ოცნების მომხრეებო, ამათ როგორ უსმენთ, ან რა მოგწონთ, ან რისთვის მოგწონთ? კარგი, პუტინის გეშინიათ, ლაჩრები ხართ და ჩასვრა თქვენი საქმეა, მაგრამ მკვდარი შახ აბასის რატომღა გეშინიათ, რა პროირანელობა აგიტყდათ?
გაითვალისწინეთ ორი რამ:
1. ბიძინა არის ომის პარტია, თავის დროზე უკრაინელი ბავშვების სისხლზე აკეთა ფული და ჩვენ თანამოქალაქეებზე, რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ინვესტორი იყო, მსხვილი ინვესტორი, ომის პარტიის, ომის ქორების წევრი. ახლა ებრაელი ბავშვების სისხლზე აკეთებს ფულს ( სხვა ახსნა არა აქვს, კობახიძის გაგზავნას ირანში ვიზიტად ). თქვენ კი ქველმოქმედის ზღაპრით გკვებავთ. ქველმოქმედება არ არის პოლიტიკური მიზნით ელიტის წარმომადგენლების ყიდვა.
2. ჰაერში უკრაინის არმიის კონტრშეტევის სუნი ტრიალებს, ყველა სამხედრო ანალიტიკოსის ინტუიცია ამას ყვირის. თუ ამას დავუმატებთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, უკრაინის კონტრშეტევას არც პოლიტიკური მუხრუჭი ექნება და არც საბრძოლო მასალებით მომარაგებაში შეფერხება. კონტრშეტევას ექნება პოტენციალი ძალიან წარმატებული იყოს, ორი მიზეზის გამო, ერთის მხრივ მსოფლიოში დემოკრატია უტევს რეჟიმებს და ეს ქმნის მაღალ მორალურ განწყობას, გამარჯვების აურას ( რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბრძოლების დროს ). მეორეც, რუსების განუწყვეტელი შეტევების შედეგად დამდგარი ნულოვანი შედეგი აძლიერებს უპერსპექტივობის განცდას რუს ჯარისკაცებში. რასაც ემატება ტრამპის კარტის გათამაშების მიმართ რუსული პროპაგანდის მიერ შექმნილი მაღალი მოლოდინები, რომელიც ირანზე დარტყმამ გაანულა.
ჩვენ რუს მარიონეტებს რომ დავუბრუნდეთ, ყველაფერი ის რაც ხდება რეგიონში, მსოფლიოში და რუსეთ-უკრაინის ომში, არის უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხი ივანიშვილ-კობახიძე-ფსბ-ს კურატორის ტრიუმვირატზე. ამ წნეხს აკლია მხოლოდ შიდა წნეხი, იმისთვის რომ რეჟიმის ჩამოშლა დაგეგმვადი და პროგნოზირებადი გახდეს.
რატომ ერთობა და რატომ არჩევნების ბოიკოტი, სხვა სტატუსში მოგახსენებთ.“
What's Your Reaction?






