კასპში, მარიამ ქვრივიშვილის ბიძაშვილის კომპანიამ, მერიისგან 2 მლნ ტენდერები მოიგო

კომპანია ,,დანი ქონსთრაქშენს”, რომლის დამფუძნებელი ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ბიძაშვილია, კასპის ბიუჯეტიდან ჯამში 2 მლნ-მდე ლარი აქვს აქვს ჩარიცხული. – ინფორმაციას ,,ქართლის ამბები” ავრცელებს. ,,დანი ქონსთრაქშენ”-ის დამფუძნებელი, დავით ქვრივიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთიდანაა. ამავე სოფლიდანაა თავად მარიამ ქვრივიშვილი. ამავე სოფლიდანაა ასევე კასპის მერი ვახტანგ მაისურაძეც. როგორც ,,ქართლის ამბებს” სასირეთში განუცხადეს, მარიამი და დავითი ბიძაშვილები […] The post კასპში, მარიამ ქვრივიშვილის ბიძაშვილის კომპანიამ, მერიისგან 2 მლნ ტენდერები მოიგო appeared first on .

ივნ. 24, 2025 - 22:57
 0
კასპში, მარიამ ქვრივიშვილის ბიძაშვილის კომპანიამ, მერიისგან 2 მლნ ტენდერები მოიგო

კომპანია ,,დანი ქონსთრაქშენს”, რომლის დამფუძნებელი ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ბიძაშვილია, კასპის ბიუჯეტიდან ჯამში 2 მლნ-მდე ლარი აქვს აქვს ჩარიცხული. – ინფორმაციას ,,ქართლის ამბები” ავრცელებს.

,,დანი ქონსთრაქშენ”-ის დამფუძნებელი, დავით ქვრივიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთიდანაა. ამავე სოფლიდანაა თავად მარიამ ქვრივიშვილი. ამავე სოფლიდანაა ასევე კასპის მერი ვახტანგ მაისურაძეც.

როგორც ,,ქართლის ამბებს” სასირეთში განუცხადეს, მარიამი და დავითი ბიძაშვილები არიან.

რაც შეეხება კომპანია ,,დანი ქონსთრაქშენს”, ამ კომპანიის მთავარი ინჟინერი ლევან დემეტრაშვილია, კასპის მერიისა და საკრებულოს ყოფილი მაღალჩინოსანი. დემეტრაშვილი 2013 წელს, ოლეგ იაძის გამგებლობის დროს, კორუფციული დანაშაულის ბრალდებით იყო დაკავებული და მალე საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს.

,,დანი ქონსთრაქშენ” ძირითადად ხელოვნურსაფარიანი მოედნების ტენდერებში მონაწილეობს. მის მთავარ კონკურენტად, კასპის მოედნებისა და სკვერების ტენდერებში, ინდმეწარმე ,,ვახტანგ კუჭაშვილი” მოიაზრება. ,,ქართლის ამბებმა” შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე აღმოაჩინა, რომ ,,დანი ქონსთრაქშენ”-ის ინჟინერი ლევან დემეტრაშვილი ,,ვახტანგ კუჭაშვილის” ინჟინერიცაა. ინჟნერთან გაფორმებული ხელშეკრულებები შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზეა ატვირთული.

The post კასპში, მარიამ ქვრივიშვილის ბიძაშვილის კომპანიამ, მერიისგან 2 მლნ ტენდერები მოიგო appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow