კახა ურიადმყოფელი: ბექა ონიანის სიკვდილამდე მიმყვანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ზუსტად იმდენი, რამდენიც მზია ამაღლობელს

“არ ვიცი რა შეიძლება იყოს ადამიანობის იმაზე დიდი საზომი, ვიდრე ემპათიისა და სამართლიანობის განცდა. დღეს ვიგებთ, რომ ბექა ონიანის სიკვდილამდე მიმყვანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ზუსტად იმდენი, რამდენიც მზია ამაღლობელს. ივა ტყეშელაშვილი ჩუმად ჩაუსაფრდა ბექას, თავში გამეტებით ურტყა, წაქცეულზე სავარაუდოდ ზემოდანაც იხტუნავა და გათიშული პარკინგზე მიატოვა… თავდამსხმელის სახელი თავიდანვე იცოდა გამოძიებამ, თუმცა აღმოჩნდა, რომ […]

მაი. 20, 2025 - 03:57
 0
კახა ურიადმყოფელი: ბექა ონიანის სიკვდილამდე მიმყვანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ზუსტად იმდენი, რამდენიც მზია ამაღლობელს
“არ ვიცი რა შეიძლება იყოს ადამიანობის იმაზე დიდი საზომი, ვიდრე ემპათიისა და სამართლიანობის განცდა.
დღეს ვიგებთ, რომ ბექა ონიანის სიკვდილამდე მიმყვანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ზუსტად იმდენი, რამდენიც მზია ამაღლობელს.
ივა ტყეშელაშვილი ჩუმად ჩაუსაფრდა ბექას, თავში გამეტებით ურტყა, წაქცეულზე სავარაუდოდ ზემოდანაც იხტუნავა და გათიშული პარკინგზე მიატოვა…
თავდამსხმელის სახელი თავიდანვე იცოდა გამოძიებამ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის პოლიციელის შვილია და მსგავსი ინციდენტებიც მისთვის უცხო არ ყოფილა. მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს ტყეშელაშვილი, რაც ოჯახმა მედიას სთხოვა დახმარება და ბექას ამბავზე ყველამ დაიწყო საუბარი.
ძალიან მეფიქრება და მაშინებს – როგორ შეგიძლია შენ, ამ ქვეყნის შვილს – უკანასკნელი სიტყვებით ლანძღო მზია ამაღლობელი, უწოდო მას ქვეყნის მტერი და უსურვო ციხეში ამოლპობა… ხოლო ბექას მსგავს ტრაგედიებზე საერთოდ არ გქონდეს რეაქცია. და საერთოდაც, როგორ შეგიძლია ასეთ ყოველდღიურობას ეძახდე მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას…
ბექა ახლა კომაშია და სიკვდილს ებრძვის. შენ კი შეგიძლია საკუთარ სინდისს შეებრძოლო და ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტო – გაქვს თუ არა შერჩენილი სულ მცირედი ემპათიისა და სამართლიანობის განცდა მაინც და საერთოდ – ხარ თუ არა ადამიანი…
პ.ს. უნიჭიერესო, ულაღესო და უკარგესო ბექა, უნდა გაუძლო. უამრავი სასარგებლო საქმე გაქვს წინ კიდევ გასაკეთებელი. ყველაფერი კარგად იქნება” –  წერს სოციალურ ქსელში სამართლის დოქტორი, პროფესორი და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, კახა ურიადმყოფელი.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბექა ონიანზე თავდასხმის ბრალდებით ივა ტყეშელაშვილი დააკავეს.
ოჯახის ცნობით, ონიანს სპორტის სასახლის დატოვების შემდეგ 1 ადამიანი ჩაუსაფრდა, თავში უკნიდან დაუდგენელი საგანი ჩაარტყა და ფიზიკურად გაუსწორდა.
-ს ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ ტყეშელაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
შემთხვევა 16 მაისს მოხდა. სპორტის ახალ სასახლესთან სპორტსმენ ბექა ონიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მძიმე დაზიანებები მას საფეხბურთო მატჩის შემდეგ მიაყენეს. ონიანი კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და კომაში იმყოფება.
ოჯახმა გუშინ განაცხადა, რომ თავდამსხმელი ივა ტყეშელაშვილია, მისი მამა კი პოლიციელია და შესაძლოა, გამოძიების გაჭიანურება ამასთანაც იყოს დაკავშირებული.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow