კეილორ ნავასმა კონტრაქტი მექსიკურ გუნდთან გააფორმა

კოსტა რიკის ვეტერანი მეკარე, კეილორ ნავასი, მექსურ „პუმასში“ გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა კლუბის პრესსამსახურმა...

ივლ. 28, 2025 - 15:57
 0
კეილორ ნავასმა კონტრაქტი მექსიკურ გუნდთან გააფორმა
კოსტა რიკის ვეტერანი მეკარე, კეილორ ნავასი, მექსურ „პუმასში“ გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა კლუბის პრესსამსახურმა. 38 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ნავასის ბოლო კლუბი არგენტინული „ნიუელს ოლდ ბოიზი“ იყო, ხოლო მანამდე იცავდა ისეთი გრანდების კარებს, როგორებიცაა „რეალი“ და „პარი სენ-ჟერმენი“.

საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ნავასმა მოიგო 22 ტიტული, მათ შორის სამი ჩემპიონთა ლიგა და სამი საფრანგეთის ჩემპიონატი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow