კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა - რა შეფასებები მიიღეს ქართველებმა მატჩში?

უმაღლესი ქულა კვარაცხელიას - რა შეფასებები მიიღეს კვარამ და მიქაუტაძემ მატჩში?

თებ. 24, 2025 - 04:56
 0
კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა  - რა შეფასებები მიიღეს ქართველებმა მატჩში?
ფრანგული ლიგა 1-ის მორიგ ტურში "პარი სენ-ჟერმენმა" გასვლაზე "ლიონს" სძლია, 3:2.

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, 53-ე წუთზე ანგარიში პარიზელთა მაროკოელმა მცველმა, ჰაკიმიმ გახსნა. მეორე გოლი კი დემბელეს ანგარიშზეა, რომელმაც კვარაცხელიას გადაცემით, 59-ე წუთზე ბურთი მეტოქის კარში გაახვია.

83-ე წუთზე ლიონელთა მხრიდან, შერკიმ სხვაობა შეამცირა, რასაც 85-ე წუთზე ჰაკიმიმ დუბლით უპასუხა.

მატჩის დასასრული განსაკუთრებით დრამატული გამოდგა, როცა კორენტინ ტოლისომ 90+2 წუთზე ლიონელები კვლავ "გამოაღვიძა" და შეტევაში მკვეთრად გადართო.

გოლის გატანის კარში შანსი ჰქონდა გიორგი მიქაუტაძესაც, რომელიც მოედანზე მეორე ნახევარში შემოვიდა. მან საგოლე გადაცემა შემოგვთავაზა.

Sofascore კვარაცხელიას თამაშს 8,6 ქულით აფასებს, ხოლო მიქაუტაძეს 7,8.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow