კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის სიმბოლურ გუნდშია
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის სიმბოლურ გუნდშია

პოპულარული საფეხბურთო სტატისტიკური პლატფორმა Flashscore-ის მიერ შედგენილ საუკეთესო თერთმეტეულში კვარაცხელია 7.7 ქულიანი საშუალო შეფასებით დასახელდა, რაც მის სტაბილურად მაღალი დონის ასპარეზობაზე მიანიშნებს.
ეს შეფასება მომზადებულია მეოთხედფინალის ორივე შეხვედრაში დაფიქსირებული ინდივიდუალური მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ სიმბოლური გუნდის ფორმირება არ არის მხოლოდ გატანილი გოლებისა და საგოლე გადაცემების მიხედვით – გათვალისწინებულია მოთამაშეთა აქტიურობა მოედანზე, შეტევისა და დაცვის ფაზაში ჩართულობა, ტექნიკური სიზუსტე და საერთო გავლენა თამაშის შედეგზე.

ორმატჩიან დუელში "პსჟ-მ" 5:4 იმარჯვა და ნახევარფინალში ლონდონურ "არსენალს" დაუპირისპირდება, რომელმაც, თავის მხრივ, მადრიდის "რეალის" ბარიერი გადალახა.
What's Your Reaction?






