კვარაცხელიას დიპლომატიური პასუხი პროვოკატორ რუს ჟურნალისტს
ევრო 2024-ის პორტუგალიასთან მატჩის წინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა...

ჟურნალისტმა კვარაცხელიას ჰკითხა, რომელ ქვეყანაში ურჩევნია ცხოვრება – რუსეთში თუ გერმანიაში.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა დიპლომატიური პასუხი გასცა:
„ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩვენ აქ მხოლოდ პორტუგალიასთან თამაშზე სალაპარაკოდ მოვედით,“ – განაცხადა მან.
მაშინ, კვარაცხელიას თავშეკავებული პასუხი სოციალური ქსელებისა და მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
What's Your Reaction?






