"კვარაცხელიას შეძენა ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა.." - ლუის ენრიკეს ქება ქართველს

"კვარაცხელიას შეძენა ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა.." - ლუის ენრიკეს ქება ქართველს

აპრ. 11, 2025 - 01:27
 0
"კვარაცხელიას შეძენა ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა.." - ლუის ენრიკეს ქება ქართველს
"პარი სენ-ჟერმენის" ესპანელმა თავკაცმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში "ასტონ ვილას" წინააღმდეგ გამარჯვებაზე, 3:1, ისაუბრა.

"ყველაზე მეტად ჩვენი გუნდის ხასიათმა მომხიბლა. მატჩის საწყის ეტაპზე კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა "ასტონ ვილამ" პირველმა გაიტანა. ეს ნამდვილად რთული მომენტი იყო — შეიძლებოდა გუნდი დემორალიზებულიყო, მაგრამ ჩვენმა ფეხბურთელებმა ძლიერი სული აჩვენეს. საბოლოო შედეგი საკმაოდ კარგი გამოვიდა და გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ორმატჩიანი დაპირისპირება წარმატებით დავასრულოთ.

მნიშვნელოვანი თამაშების დროს ყოველთვის ვამბობთ, რომ ემოციების კონტროლი აუცილებელია. ასეთ შეხვედრებში მუდმივად ხდება აღმავლობაც და ჩავარდნაც, და სწორედ ასეთ დროს ირკვევა გუნდის მენტალიტეტი. ვფიქრობ, ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სიძლიერე ამ მხრივ.

ხვიჩა კვარაცხელია მრავალმხრივი და უნიკალური ფეხბურთელია. მისი შეძენა ჯერ კიდევ 2023 წელს მინდოდა, როცა "პსჟ-ში" ჩამოვედი. ის იდეალურად ერგება ჩვენს პროექტს: ახალგაზრდაა, ტექნიკურად გამართული, კარგად მოძრაობს უბურთოდაც, ეფექტიანია დაცვაშიც და ფიზიკურადაც მაღალ დონეზეა.

კვარა ძლიერი პიროვნებაა, რომელსაც უკვე მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდა. დღეს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და ჩემი აზრით, იმავე ჯილდოს იმსახურებდა "ლივერპულთან" მატჩშიც."


- ამბობს ენრიკე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow