კვლავ ტრავმირებულია - ნეიმარი მინიმუმ 2 თვე იუქმებს
სანტოსის შემტევი ნეიმარი კვლავ ტრავმირებულია და სავარაუდოდ, მოედანზე დაბრუნებას ორ თვეში შეძლებს...

ბოლო შეხვედრისას ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კუნთის დაზიანება მიიღო და ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის მიხედვით, აღდგენითი პროცესი დაახლოებით 4-დან 6 კვირამდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ნეიმარი ბოლო პერიოდში ტრავმიანობის გამო სტაბილურ ფორმაში ყოფნას ვერ ახერხებს. სანტოსში დაბრუნების შემდეგ მან 9 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა, რაც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ყოფილ ვარსკვლავს ფორმის დაბრუნება ჯერ კიდევ უჭირს.
What's Your Reaction?






