"კლასი ნამდვილად ეტყობა, მაგრამ.." - რაზე მუშაობას ურჩევენ ლივერპულის ფანები გიორგის
გუშინ გიორგი მამარდაშვილის ენფილდური დებიუტი შედგა, სადაც მისმა ლივერპულმა ატლეტიკ ბილბაოს 3:2 მოუგო

ქართველმა მეკარემ მეორე ტაიმში რამდენიმე დასამახსოვრებელი მოგერიება შემოგვთავაზა, რამაც ლივერპულის ფანები აღაფრთოვანა.
მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს სათამაშო კომპონენტი, რაზე მუშაობასაც ფანები მამარდას აქტიურად მოუწოდებენ:
"კლასი ეტყობა. უბრალოდ, მისი გადაცემები ალისონის დონის არ არის და ამაზე სამუშაო აქვს"
"ძლიერია და კარგი მოგერიებებიც ჰქონდა, თუმცა ფეხით გადაცემები გამოსასწორებელია"
"მომეწონა თუ როგორი რეაქციები გამოავლინა, მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პასების მაგივრად ბურთს იგერიებდა", - წერენ სქაუზერები.
What's Your Reaction?






