კობახიძე 9 აპრილზე პოსტში რუსეთს არ ახსენებს და ამბობს, რომ დღესაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველზე
ირაკლი კობახიძე 9 აპრილზე აქვეყნებს პოსტს, რომელშიც არ ახსენებს რუსეთს, როგორც მოძალადეს და ამბობს, რომ დღესაც, ისევე როგორც 36 წლის წინათ, უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველზე. მისი განცხადების ფონია აქციების დროს დაკავებულთა, პოლიტპატიმრებად მიჩნეულთა ოჯახის წევრების და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია 9 აპრილის მემორიალთან. მათ ღამე რუსთაველზე გაათენეს და ცდილობენ, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცენ. რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება...

What's Your Reaction?






