კონტე ზაფხულში ნაპოლის დატოვებს - დე ლაურენტისის განცხადებამ ეჭვები გააღრმავა
„ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ანტონიო კონტეს თემას კვლავ მიუბრუნდა და TG1-ის ეთერში მიმდინარე ვითარებაზე ღიად..

„კონტესთან მრავალი წელია მეგობრული დამოკიდებულება მაკავშირებს. მისი გუნდში მოწვევა მანამდეც მინდოდა, ვიდრე რეალურად ჩაერთვებოდა პროცესში. მაგრამ ვრჩებით რეალისტები – ცხოვრებაში წინასწარ არასდროს იცი რა მოხდება და სიტუაცია როგორ განვითარდება. ქორწინებაშიც ხომ არავინ გეგმავს ღალატს…
როდესაც გარემო აღარ არის შესაფერისი, საჭიროა მოქმედება. კონტესთან ჩვენ ერთმნიშვნელოვნად გულწრფელი და პატივისცემით სავსე კავშირი გვაქვს. ყველაფრისთვის მადლობა მას. დრო გვაჩვენებს, როგორ გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა,“ – განაცხადა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე „ნაპოლის“ სათავეში 2024 წლის ზაფხულში ჩაუდგა და პირველივე სეზონში გუნდი იტალიის ჩემპიონად, სკუდეტოს მფლობელად აქცია. იტალიური პრესის ცნობით, კონტეს შესაძლო დაბრუნებას ტურინის „იუვენტუსში“ არ გამორიცხავენ.
What's Your Reaction?






