"ლაიფციგს" ლიდერები ტოვებენ - რომელი გრანდი წაიყვანს ჩავი სიმონსს თავისთან

"ლაიფციგს" ლიდერები ტოვებენ - რომელი გრანდი წაიყვანს ჩავი სიმონსს თავისთან

ივლ. 22, 2025 - 02:27
 0
"ლაიფციგს" ლიდერები ტოვებენ - რომელი გრანდი წაიყვანს ჩავი სიმონსს თავისთან
ლაიფციგის ევროსარბიელზე ვერშესვლის შემდეგ გუნდის წამყვანი მოთამაშეები წასვლას განიხილავენ და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ჩავი სიმონსია. ნიდერლანდელი ტალანტის მიმართ ინტერესი არაერთ ტოპ-კლუბს აქვს, თუმცა ამ ეტაპზე ფავორიტად ჩელსი სახელდება.

როგორც ბოლო საათებში გავრცელებული ცნობები იუწყება, ლონდონურმა კლუბმა უკვე დაიწყო მუშაობა 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე. ნონი მადუეკეს სავარაუდო გაყიდვის ფონზე, ენცო მარესკას ახალ სისტემაში ჩავის დამატება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება. აღსანიშნავია, რომ ჩელსის და ფეხბურთელის აგენტს შორის პირველი პირდაპირი კონტაქტიც უკვე შედგა.

ინსაიდერული ინფორმაციით, ჩავის თავადაც სურს "სტემფორდ ბრიჯზე" თამაში, რაც ლონდონელებისთვის სერიოზული უპირატესობაა.

თუმცა კონკურენცია მძაფრია — არსენალი, ბაიერნი და ბარსელონა სიტუაციას მჭიდროდ აკვირდებიან და სავარაუდოა, რომ უახლოეს დღეებში ისინი უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ.

ლაიფციგი თავის ლიდერს დაახლოებით 60-65 მილიონ ევროდ აფასებს. ფეხბურთელმა გასულ სეზონში თავი შესანიშნავი ტექნიკით, გოლის გრძნობითა და მრავალმხრივობით გამოიჩინა და ბუნებრივია, რომ ის ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სახელად ჩამოყალიბდა.

ბოლომდე გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, თუმცა მიმდინარე ეტაპზე ჩელსი ტრანსფერის აშკარა ფავორიტად მიიჩნევა. წინ საკმაოდ ცხელი სატრანსფერო ბრძოლა გველის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow