„ლამანჩელი“ - სპექტაკლი მსჯავრდებულების მონაწილეობით

მსჯავრდებულებმა სპექტაკლი „ლამანჩელი“ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე წარადგინეს №16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მონაწილეობით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი „ლამანჩელი“ გაიმართა. წარმოდგენა იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით სპექტაკლზე მუშაობა ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპექტაკლის რეჟისურა, მუსიკალური და მხატვრული გაფორმება თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით. კომედიური ჟანრის ერთმოქმედებიან სპექტაკლში, რომელშიც 13 მსჯავრდებული და 3 პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობს, სიუჟეტი პენიტენციურ დაწესებულებაში ვითარდება და ასახავს მსჯავრდებულთა ძალისხმევას საკუთარი თავის ხელახლა აღმოსაჩენად.

ივლ. 20, 2025 - 12:27
 0
„ლამანჩელი“ - სპექტაკლი მსჯავრდებულების მონაწილეობით

მსჯავრდებულებმა სპექტაკლი „ლამანჩელი“ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე წარადგინეს №16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მონაწილეობით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი „ლამანჩელი“ გაიმართა.

წარმოდგენა იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით სპექტაკლზე მუშაობა ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სპექტაკლის რეჟისურა, მუსიკალური და მხატვრული გაფორმება თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით.

კომედიური ჟანრის ერთმოქმედებიან სპექტაკლში, რომელშიც 13 მსჯავრდებული და 3 პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობს, სიუჟეტი პენიტენციურ დაწესებულებაში ვითარდება და ასახავს მსჯავრდებულთა ძალისხმევას საკუთარი თავის ხელახლა აღმოსაჩენად.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow