ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 31.05-02.06 პერიოდისთვის
სააგენტო "პარალელი" ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 31.05-02.06 პერიოდისთვის 30 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 31 მაისიდან 3 დღის განმავლობაში. მაისის თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევა, რიგ შემთხვევაში რყევები იყო სერიოზულიც, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა მეტ-ნაკლები გამყარებისა და ერთგვარი სტაბილიზაციის ნიშნები. აშშ დოლართან მიმართებაში მთელი მაისის […] ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 31.05-02.06 პერიოდისთვის პარალელი

სააგენტო "პარალელი"
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 31.05-02.06 პერიოდისთვის
30 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 31 მაისიდან 3 დღის განმავლობაში.
მაისის თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევა, რიგ შემთხვევაში რყევები იყო სერიოზულიც, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა მეტ-ნაკლები გამყარებისა და ერთგვარი სტაბილიზაციის ნიშნები.
აშშ დოლართან მიმართებაში მთელი მაისის განმავლობაში გაგრძელდა სტაბილური გამყარების პერიოდი. კერძოდ, ბოლო კვირის 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
28 მაისი – 2.7357;
29 მაისი – 2.7349;
30 მაისი – 2.7342.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0008 ლარით და 1 აშშ დოლარი 31 მაისიდან 3 დღის განმავლობაში 2.7334 ლარი ეღირება.
მაისი ევროსთან მიმართებაში რყევებით გამოირჩეოდა, იყო სერიოზულიც, ხოლო თვის შუა რიცხვებიდან რყევები გაუფასურებით მიმდინარეობდა, თომცა ბოლო ვაჭრობებზე იყო გამყარების მომენტებიც. კერძოდ, ბოლო კვირის 4 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
28 მაისი – 3.1042;
29 მაისი – 3.0984;
30 მაისი – 3.0861.
3-დღიანი გამყარების შემდეგ, ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0108 ლარით და 31 მაისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.0969 ლარი ეღირება.
აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვაგვარი სიტუაციები იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – ზოგ შემთხვევაში მოხდა ლარის სტაბილური გამყარება, რიგ შემთხვევაში – სერიოზული რყევები და გაუფასურება. ბოლო ვაჭრობაზე უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა და ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 31 მაისიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6846 ლარი (გაუფასურდა 0.0008 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0697 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6581 (გამყარდა 0.0001 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6073 ლარი (გამყარდა 0.0005 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1062 ლარი (გამყარდა 0.0024 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3160 ლარი (გაუფასურდა 0.0122 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7995 ლარი (გამყარდა 0.0043 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.1939 ლარი (გამყარდა 0.0033 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.7835 ლარი (გამყარდა 0.0011 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8995 ლარი (გაუფასურდა 0.0135 ლარით).
მაისის თვე ლარის კურსი მეტ-ნაკლები სტაბილიზაციით გამოირჩეოდა, თუმცა თვის შუა პერიოდისკენ იყო სერიოზული რყევა, ბოლო დღეებში კი, სტაბილურობასთან ერთად, სახეზე იყო გაუფასურებაც. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
28 მაისი – 3.4214;
29 მაისი – 3.4347;
30 მაისი – 3.4790.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0044 ლარით და 31 მაისიდან 4 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4746 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 31.05-02.06 პერიოდისთვის
პარალელი
What's Your Reaction?






