ლეგიონერები | არსენაშვილის და დიხამინჯიას 3-3 გოლი და ცინცაძის ორი ასისტი
საფრანგეთისა და პოლონეთის ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა და თავი ქართველმა ხელბურთელებმაც გამოიჩინეს...

საფრანგეთის ჩემპიონატში „ტრემბლი“ საკუთარ მოედანზე „აიქსს“ დაუპირისპირდა და სამი ბურთის სხვაობით 34:37 დამარცხდა.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი 10 ბურთით წააგეს, მეორე ნახევარში მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადნენ, რაშიც თავისი წვლილი საქართველოს ნაკრების წევრმა, ერეკლე არსენაშვილმაც შეიტანა, რომელაც 3 გოლი გაიტანა, მაგრამ „ტრემბლმა“ მეორე ტაიმის მხოლოდ 7 ბურთით მოგება მოახერხა და საბოლოოდ, მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო.
საფრანგეთის ჩემპიონატში „ტრემბლი“ 19 ქულით მე-10 ადგილზეა.
პოლონეთის ჩემპიონატში „აზოტმა“ „ლეგიონოვოს“ უმასპინძლა და ქართველი ხელბურთელების დახმარებით 32:28 დაამარცხა.
გიორგი დიხამინჯიამ სამი გოლი გაიტანა, ხოლო ზურაბ ცინცაძემ ექვსის „სეივის“ გარდა, 2 „ასისტიც მიითვალა.
geohandball.ge
What's Your Reaction?






