,, ლიბერთის” გაყიდვა ამ ეტაპზეც მსურს, შარშანაც და შარშანწინაც მსურდა და ორი წლის მერეც გვენდომება” – ირაკლი რუხაძე
BMG-სთან საუბრისას, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ დაადასტურა, რომ ლიბერთი ბანკის გაყიდვის სურვილი აქვს და ამასთან ერთად, არ გამორიცხავს სხვა ბანკის შეძენასაც, – ,,ამ ეტაპზეც მსურს, შარშანაც და შარშანწინაც მსურდა და ორი წლის მერეც გვენდომება” რუხაძის თქმით, მოლაპარაკებებს ლიბერთი ბანკის შესახებ აწარმოებს ბაზის ბანკთან და ორ სხვა ჯგუფთან, თუმცა ამჟამად გარიგებასთან “არსად ახლოს” არ არის. “მოლაპარაკებებს ვადასტურებ, […] The post ,, ლიბერთის” გაყიდვა ამ ეტაპზეც მსურს, შარშანაც და შარშანწინაც მსურდა და ორი წლის მერეც გვენდომება” – ირაკლი რუხაძე appeared first on .

BMG-სთან საუბრისას, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ დაადასტურა, რომ ლიბერთი ბანკის გაყიდვის სურვილი აქვს და ამასთან ერთად, არ გამორიცხავს სხვა ბანკის შეძენასაც, – ,,ამ ეტაპზეც მსურს, შარშანაც და შარშანწინაც მსურდა და ორი წლის მერეც გვენდომება”
რუხაძის თქმით, მოლაპარაკებებს ლიბერთი ბანკის შესახებ აწარმოებს ბაზის ბანკთან და ორ სხვა ჯგუფთან, თუმცა ამჟამად გარიგებასთან “არსად ახლოს” არ არის.
“მოლაპარაკებებს ვადასტურებ, მაგრამ არსად ახლოს არ ვართ გარიგებასთან. “ბაზისბანკთან” მოლაპარაკებებს რაც შეეხება, ორი წლის წინაც ვესაუბრებოდით. გიდასტურებთ. ველაპარაკები “ბაზისბანკს” და კიდევ ორ სხვა კომპანიას.
სამი წლის განმავლობაში “ბაზისბანკს” უკვე მეორედ ველაპარაკებით; ამიტომ არაფერთან ახლოს არ ვართ, გარდა იმისა, რომ მთელმა თბილისმა დაიწყო ამაზე საუბარი. თუ რამესთან ახლოს მივედით, განცხადებას გავაკეთებთ.
როგორც იცით, ჩვენ (კომპანია “ჰანიველ პარტნერსი”) ვართ კერძო ინვესტიციების კომპანია და 5 წლის შემდეგ ინვესტიციის გაკეთებიდან ჩვენი აქტივები ბაზარზე გამოგვაქვს. ამიტომ “ბაზის ბანკსაც” ველაპარაკები და სხვასაც; არ მინდა ახლა დასახელება, მაგრამ კიდევ ორი ჯგუფია, რომელიც “ლიბერთის” შეძენაზე გვესაუბრება […] ერთი არაბული ჯგუფია და მეორე ევროპული. შარშან ერთ ევროპულ ბანკთან ახლოს მივედით გარიგებასთან, მაგრამ ბოლოში ვერ გავედით. კომპანიების ყიდვა და გაყიდვა ჩვენი ბიზნესია და მუდმივად რაღაცას ვყიდით ან რაღაცას ვყიდულობთ”. – უთხრა რუხაძემ BMG-ის.
რაც შეეხება მოსალოდნელ სანქციებს, რუხაძე პასუხობს:
,,ჩემი ყველა კომპანია აბსოლუტურად დაცულია სანქციებისგან. მე რომ დამასანქცირონ, მაინც დაცულია ჩემი ყველა კომპანია, მაგრამ სანქციები არ მემუქრება და არც მადარდებს, თორემ აქამდე გავყიდიდი ჩემს აქტივებს…”
“ლიბერთი ბანკის” შესაძლო გაყიდვის თემაზე BMG ეროვნულ ბანკს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მიმდინარე ეტაპზე აღნიშნული კუთხით საქართველოს ეროვნულ ბანკში საქმისწარმოება არ მიმდინარეობს. “კანონმდებლობის თანახმად, კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენისთვის აუცილებელია ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობა”, – ნათქვამია წერილობით პასუხში.
The post ,, ლიბერთის” გაყიდვა ამ ეტაპზეც მსურს, შარშანაც და შარშანწინაც მსურდა და ორი წლის მერეც გვენდომება” – ირაკლი რუხაძე appeared first on .
What's Your Reaction?






