ლივერპულმა მილანთან ამხანაგური წააგო - მამარდამ სამი გოლი გაუშვა
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა აზიაში გამართული ამხანაგური შეხვედრა, რომელიც მილანმა ლივერპულს 4:2 მოუგო

გიორგი მამარდაშვილი შეხვედრაში მეორე ტაიმიდან ჩაერთო და საბოლოო ჯამში ქართველმა მეკარემ როსონერისგან სამი ბურთი მიიღო.
პირველი ორის შემთხვევაში დარტყმულის აღება თითქმის შეუძლებელი იყო, მესამე გოლისას კი მცველმა ქართველ მეკარეს საშინელი პასი გაუკეთა, რაც მილანმა სათავისოდ გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
რაც შეეხება შეფასებას, გიორგის 5.9 ქულა დაუწერეს.
What's Your Reaction?






