ლივერპულმა ნაპოლის ზედმეტად დიდი თანხა მოთხოვა - ნუნესი ინგლისში რჩება
25 წლის ურუგვაელმა თავდამსხმელმა დარვინ ნუნიესმა „ლივერპულთან“ ხელშეკრულების გაგრძელებაზე უკვე მოილაპარაკა. ახალ პირობებზე...

ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „ლივერპული“ ფეხბურთელის ტრანსფერში 70 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ეჭვქვეშ დგას, დათანხმდება თუ არა ამ თანხას „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი.
ნუნიესს ვარიანტები საუდის არაბეთშიც აქვს, მაგრამ მისი სურვილია ევროპაში დარჩენა. მიუხედავად ამისა, გასული სეზონი მისთვის შედეგიანად ვერ ჩაითვალა — 47 მატჩში მხოლოდ 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს. Transfermarkt-ის მიხედვით მისი მიმდინარე სატრანსფერო ფასი 45 მილიონ ევროს შეადგენს.
იმ შემთხვევაში, თუ „ნაპოლი“ ვერ შეძლებს ნუნიესის შეძენას, კლუბი ყურადღებას „უდინეზეს“ თავდამსხმელ ლორენცო ლუკასკენ მიმართავს, რომლის ფასი დაახლოებით 40 მილიონია.
What's Your Reaction?






