ლონდონის ჩელსი ხავი სიმონსის დამატებასთან ახლოსაა

ჟურნალისტ ბენ იაკობსის ცნობით, ლონდონის „ჩელსი“ ხავი სიმონსის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. გუნდმა უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის...

ივლ. 24, 2025 - 18:57
 0
ლონდონის ჩელსი ხავი სიმონსის დამატებასთან ახლოსაა
ჟურნალისტ ბენ იაკობსის ცნობით, ლონდონის „ჩელსი“ ხავი სიმონსის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. გუნდმა უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის პირობები 22 წლის ნიდერლანდელ შემტევთან, რომელიც ამჟამად „ლაიფციგის“ რიგებში ასპარეზობს.

შემდგომ ეტაპზე ინგლისურ კლუბს დარჩა მხოლოდ გერმანულ მხარესთან შეთანხმება სატრანსფერო თანხაზე. სიმონსს მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, ხოლო მისი საბაზრო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 70 მილიონ ევროს შეადგენს.

გასულ სეზონში ნიდერლანდელმა შემტევმა 33 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც მისადმი ევროპული ტოპ კლუბების ინტერესს კიდევ უფრო აძლიერებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow