ლუის ენრიკემ დაადასტურა - როგორია კვარას ჯანმრთელობის მდგომარეობა
საფრანგეთის თასის ფინალში პარი სენ-ჟერმენმა რეიმსს სძლია და მორიგი ტიტული მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელია...

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მომავალი გეგმები და ქართველი ვარსკვლავის მდგომარეობაც შეაფასა.
„ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ოპტიმალურად ვემზადებით – ეს ისტორიული მომენტია ჩვენთვის. მიუხედავად ზეწოლისა, მზად ვართ წარმატებისთვის“, – განაცხადა ენრიკემ.
ესპანელმა სპეციალისტმა კვარაცხელიაზეც მოკლედ გააკეთა კომენტარი: „შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს, ყველაფერი კარგადაა.“
What's Your Reaction?






