მადრიდის "ატლეტიკომ" ნიდერლანდებიდან ცენტრალური მცველი დაიმატა
მადრიდის „ატლეტიკომ“ ოფიციალურად დაადასტურა სლოვაკი მცველის, დავიდ ჰანცკოს ტრანსფერი

ჰანცკო მადრიდულ გუნდს წინასასეზონო შეკრების მიმდინარეობისას შეუერთდება. მანამდე ის წარმატებით ასპარეზობდა როტერდამის „ფეიენოორდში“, სადაც გამორჩეული სეზონი ჰქონდა — სლოვაკმა მცველმა 47 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა.
მისი ტრანსფერი „ატლეტიკოში“ რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთი მიმართულებით განიხილებოდა. თავდაპირველად ის ახლოს იყო საუდის არაბეთის „ალ-ნასრთან“ შეთანხმებასთან, სლოვაკი მცველი კლუბის ბაზასაც ეწვია, თუმცა საბოლოოდ გარიგება ჩაიშალა და ჰანცკომ კარიერის გაგრძელება ესპანეთში არჩია.
„ატლეტიკო“ ახალი სეზონისთვის გუნდს სერიოზულად აძლიერებს, და ჰანცკოს მოსვლა სწორედ დაცვის ხაზის გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
What's Your Reaction?






