მადრიდის "ატლეტიკოში" ვეტერანი მოთამაშე მთავარ მწვრთნელად ბრუნდება?

მადრიდის "ატლეტიკოში" ვეტერანი მოთამაშე მთავარ მწვრთნელად ბრუნდება

ივნ. 24, 2025 - 02:27
 0
მადრიდის "ატლეტიკოში" ვეტერანი მოთამაშე მთავარ მწვრთნელად ბრუნდება?
ბრაზილიური "ფლამენგოს" მთავარი მწვრთნელი ფილიპე ლუიში შესაძლოა, მომავალში მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცის პოსტზე ვიხილოთ.

როგორც Mundo Deportivo იუწყება, მადრიდულ კლუბში ლუიშის საქმიანობას დიდი ყურადღებით აკვირდებიან და მის მიერ ფლამენგოში განხორციელებულ სამუშაოს ძალიან პოზიტიურად აფასებენ. კლუბის ხელმძღვანელობა მის პიროვნულ და ლიდერულ თვისებებსაც გამოყოფს და თვლის, რომ ფილიპე ლუიში იდეალურად ერგება "როხიბლანკოს" ფილოსოფიას.

ის რვა სეზონის განმავლობაში ატლეტიკოს ღირსებას იცავდა და სიღრმისეულად იცნობს კლუბის შიგნით არსებულ სტრუქტურას;

დიეგო სიმეონესთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა ჰქონია, რის გამოც ატლეტიკოს სათამაშო სტილი და იდენტობა კარგად აქვს გათავისებული;

როგორც მწვრთნელი, ფლამენგოში საკმაოდ დამაჯერებლად დაიწყო კარიერა და თავის გუნდს დისციპლინასა და სტაბილურ თამაშს სთავაზობს.

მიუხედავად იმისა, რომ დიეგო სიმეონე ამ ეტაპზე მტკიცედ იკავებს პოზიციას, კლუბი მომავალზე ფიქრს არ წყვეტს. ლუიში განიხილება როგორც ერთ-ერთი პერსპექტიული და შიდა კულტურაზე გათვითცნობიერებული მემკვიდრე, იმ შემთხვევაში, თუ სიმეონე თავის გადაწყვეტილებას შეცვლის.

ოფიციალური ნაბიჯები ჯერ გადადგმული არ არის, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო სეზონების ერთ-ერთ სიურპრიზად ფილიპე ლუიშის დაბრუნება "ვანდა მეტროპოლიტანოზე" სწორედ მთავარ მწვრთნელად იქცეს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow