მაკა ასათიანი მეორე შვილიშვილის ბებია გახდა - კახი ჟორდანიასა და ნანიკო კლდიაშვილს შვილი შეეძინათ
მაკა ასათიანს, კიდევ ერთი შვილიშვილი შეეძინა. ნანიკო კლდიაშვილი, მეორე შვილის დედა გახდა. ბავშვი 2025 წლის გაზაფხულზე დაიბადა.ნანიკო კლდიაშვილმა და კახი ჟორდანიამ, შვილს ლეო დაარქვეს. სავარაუდოდ, კახის ძმის, ლევან ჟორდანიას პატივსაცემად. პატარა ლეო ოჯახის მეორე შვილიშვილია. მაკას უფროსმა ვაჟმა კახი ჟორდანიამ ნუტრიციოლოგ ნანიკო კლდიაშვილზე 2017 წლის 11 სექტემბერს იქორწინა. წყვილის პირველი შვილი 2020 წლის 14 თებერვალს, ვალენტინობას შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში მოევლინა ქვეყანას.მაკა ასათიანი შვეიცარიაში, მეორე მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან ერთად ცხოვრობს, თუმცა საქართველოში ხშირად ჩამოდის.ერთ-ერთ ინტერვიუში ნანიკო ამბობს, რომ მისი ცხოვრება ორად იყოფა, კახიმდე და კახის გაცნობის შემდეგ... პირველი შვილის დაბადების შემდეგ კი დღემდე საკუთარ თავში ახალ-ახალ შეგრძნებებს პოულობს. ყოველთვის საათს უყურებს, როდის მივა და დროს ლეასთან გაატარებს... კახი ჟორდანიას ოჯახს ბავშვობიდან იცნობდა, მაგრამ ერთმანეთი ახლოს საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს."კახი ბიზნესმენია და მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად გვიწევს მოგზაურობა. ზოგადად, საკმაოდ პრინციპული ადამიანი ვარ, მაგრამ ლეასთან ურთიერთობისას ყველა პრინციპი მავიწყდება. მისი აღზრდის წინასწარ განსაზღვრული წესები არ გამაჩნია. მინდა თავისუფალი ადამიანი გაიზარდოს. დამოუკიდებელი და ენერგიული ბავშვია, ახერხებს, რომ ყველამ მის გარშემო იტრიალოს", - ამბობს ნანიკო ინტერვიუში.ნახეთ კადრები:

ნანიკო კლდიაშვილმა და კახი ჟორდანიამ, შვილს ლეო დაარქვეს. სავარაუდოდ, კახის ძმის, ლევან ჟორდანიას პატივსაცემად. პატარა ლეო ოჯახის მეორე შვილიშვილია.
მაკას უფროსმა ვაჟმა კახი ჟორდანიამ ნუტრიციოლოგ ნანიკო კლდიაშვილზე 2017 წლის 11 სექტემბერს იქორწინა. წყვილის პირველი შვილი 2020 წლის 14 თებერვალს, ვალენტინობას შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში მოევლინა ქვეყანას.
მაკა ასათიანი შვეიცარიაში, მეორე მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან ერთად ცხოვრობს, თუმცა საქართველოში ხშირად ჩამოდის.
ერთ-ერთ ინტერვიუში ნანიკო ამბობს, რომ მისი ცხოვრება ორად იყოფა, კახიმდე და კახის გაცნობის შემდეგ... პირველი შვილის დაბადების შემდეგ კი დღემდე საკუთარ თავში ახალ-ახალ შეგრძნებებს პოულობს. ყოველთვის საათს უყურებს, როდის მივა და დროს ლეასთან გაატარებს... კახი ჟორდანიას ოჯახს ბავშვობიდან იცნობდა, მაგრამ ერთმანეთი ახლოს საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს.
"კახი ბიზნესმენია და მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად გვიწევს მოგზაურობა. ზოგადად, საკმაოდ პრინციპული ადამიანი ვარ, მაგრამ ლეასთან ურთიერთობისას ყველა პრინციპი მავიწყდება. მისი აღზრდის წინასწარ განსაზღვრული წესები არ გამაჩნია. მინდა თავისუფალი ადამიანი გაიზარდოს. დამოუკიდებელი და ენერგიული ბავშვია, ახერხებს, რომ ყველამ მის გარშემო იტრიალოს", - ამბობს ნანიკო ინტერვიუში.
ნახეთ კადრები:



What's Your Reaction?






