გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8-ფინალური შეხვედრა, სადაც იბერია მალმიოს მასპინძლობდა და სამწუხაროდ, ქართული კლუბი შვედურთან 1:3 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ შეხვედრა იბერიას მეკარე გიორგი მაკარიძემ ასე შეაფასა:
ანგარიში, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. ჩემი აზრით, ბურთის ფლობასა და თამაშის ხარისხში მეტოქეს არ ჩამოვრჩებოდით. უბრალოდ, როდესაც ძლიერი და გამოცდილი გუნდი ხარ, თამაში გაცილებით გიადვილდება. „მალმე“ სწორედ ასეთი გუნდია – ინტენსივობითა და სისწრაფეებით გვაჯობეს, თანაც ინდივიდუალურად კარგად მომზადებული ფეხბურთელები ჰყავთ. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად განსხვავდება ჩვენი ჩემპიონატები.
ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს – ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ნებისმიერ გუნდს შეუძლია. შვედეთში მაქსიმუმს გავაკეთებთ.
ბოლო წუთებზე პრეტენზია მსაჯის მიმართ მქონდა – მივუთითე, რომ საკამათო ეპიზოდში მეკარისთვის წითელი ბარათის მიცემაც შესაძლებელი იყო.
- თქვა მაკარიძემ.