მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში ნონა გაფრინდაშვილის მიერ წულუკიანის კომისიაზე 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ 1989 წლის 9 აპრილს “ხალხს გასაქცევი ჰქონდა”, 26 მაისს — არა.
“თუ 26 მაისის ამბოხების ჩახშობაზეა საუბარი, მაშინ პასუხიც უნდა მიიღო. პატივსაცემი ქალბატონი ბრძანდებით ქალბატონი ნონა.
რამდენადაც, პატივსაცემი არ იყოთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს თქვენი არასწორი შედარება პატიოსნურად შევაფასოთ. თქვენი პოზიცია ქოცურია და ქოცობაზე მეტიც. 9 აპრილი, ეს მძიმედ გასახსენებელი ამბავია, 9 აპრილს, რუსებმა, დღევანდელ ქოცებმა, 21 ახალგაზრდას სიცოცხლე შეიწირა.
უამრავი ქართველი სულით დაასახიჩრა. თქვენი შვილი ან შვილიშვილი მაშინ 9 აპრილ რუსებს, დღევანდელ ქოცებს არ მოუკლავთ. ამიტომაც გეჩვენებათ 26 მაისი, სასტიკი, ვიდრე 9 აპრილი.
ქალბატონო ნონა, 9 აპრილს რუსები დაგვესხა თავს და მოწამლეს ლამის ნახევარი საქართველოს მოსახლეობა, დაჩეხეს ნიჩბებით.
მაგრამ მაინც მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა რომელი დამოუკიდებლობაც, დღეს შენდა ის რუსი ოლიგარქი ბიძინა ცდილობთ წაართვათ თავისუფალ ხალხს. 26 მაისი კი ამ 9 აპრილის გამეორების მცდელობა იყო, რაც მაშინდელ მთავრობამ არ დაუშვა.
ქალბატონო, მანამ სანამ, 26 მაის გაიხსენებდი, 20 ივლისი გაიხსენეთ, 6-7 მარტის მოვლენები გაიხსენე. და ქალბატონო, ეს ბოლო მოვლენები, რაც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ამდენი სისხლიანი პროცესი, რეპრესიები, ახალგაზრდების ძვლებში დალეწვა, უამრავი პატიმარი ჟურნალისტების მკვლელობის მცდელობები, ეკლესიის მაღალი თანამდებობის პირების მოწოდებები, მოკალით დახოცეთ ვინც ქოცს არ ემსახურება. ეს არ გახსოვთ ხომ?
რუსი ოლიგარქის დამონებული ქართველი და საქართველოს არ იმჩნევთ ხომ ქალბატონო ნონა. ამაზე გაამახვილეთ ყურადღება და ამის მერე სულ არ გაგახსენდებათ 26 მაისი”, — წერს მაჩალიკაშვილი.