"მამარდაშვილი საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა" - ლივერპულის მწვრთნელი
„ლივერპულის“ მეკარეების მწვრთნელმა ხავი ვალერომ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გუნდის მეკარეების ბრწყინვალე...

„გიორგის სახით ჩვენ გვყავს უდიდესი პოტენციალის მქონე მეკარე. ის დღეს ევროპაში საუკეთესო ახალგაზრდა გოლკიპერია და დარწმუნებული ვარ, უახლოეს წლებში ლიდერად ჩამოყალიბდება. უკვე დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები ლა ლიგაში „ვალენსიას“ ღირსებას იცავდა და გამუდმებით პროგრესს აჩვენებდა,“ – განაცხადა ვალერომ.
„ამ ორი ფეხბურთელის წყალობით ჩვენი გუნდი განსაკუთრებულად ძლიერია. მათი მწვრთნელობა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად უდიდესი პატივია. ყოველდღიურად ვცდილობ, ყველა მათ კითხვას ვუპასუხო და განვითარებაში მაქსიმალურად დავეხმარო,“ – აღნიშნა სპეციალისტმა.
What's Your Reaction?






