მამუკა ხაზარაძე – ღალატის სხვანაირი ანატომია ვნახეთ დღეს, ისტორიას რომ არ ახსოვს, ისეთი ღალატის! – ანწუხელიძის შეურაცხყოფით, რუსულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა

ღალატის სხვანაირი ანატომია ვნახეთ დღეს! ისტორიას რომ არ ახსოვს, ისეთი ღალატის! – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებას. როგორც ხაზარაძე აცხადებს, ანწუხელიძის შეურაცხყოფით, “რუსულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა”. “ასე იქცევიან დღეს რუსეთის მონობაში მყოფი ივანიშვილი და მისი ხელქვეითები – მოღალატეობრივად ცდილობენ […]

აპრ. 12, 2025 - 07:27
 0
მამუკა ხაზარაძე – ღალატის სხვანაირი ანატომია ვნახეთ დღეს, ისტორიას რომ არ ახსოვს, ისეთი ღალატის! – ანწუხელიძის შეურაცხყოფით, რუსულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა

ღალატის სხვანაირი ანატომია ვნახეთ დღეს! ისტორიას რომ არ ახსოვს, ისეთი ღალატის! – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, ს განცხადებას.
როგორც ხაზარაძე აცხადებს, ანწუხელიძის შეურაცხყოფით, “რუსულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა”.
“ასე იქცევიან დღეს ს მონობაში მყოფი ივანიშვილი და მისი ხელქვეითები – მოღალატეობრივად ცდილობენ კრემლის კარზე დაბრუნებას და ქართველი ხალხისთვის ღირსების აყრას! ანწუხელიძის შეურაცხყოფით, რუსულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, ყველა გზა მოიჭრა ქართველ ხალხთან მისასვლელად! ამას აუცილებლად გაეცემა საკადრისი პასუხი! ხალხი გმირების შეურაცხყოფას არ პატიობს! ის რაზეც დგას ქართული სახელმწიფო, ის რაზეც დგას ეროვნული იდეა და საქართველოს დამოუკიდებლობა, ხელშეუხებელია!” – წერს ხაზარაძე.
შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თეა წულუკიანმა განაცხადა: “მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ”.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow